საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორები სიმონ გელაშვილი და ნუგზარ თოდუა უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, 8 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით 14 პროფესორი დააჯილდოვა. მათ შორის არიან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები სიმონ გელაშვილი და ნუგზარ თოდუა.

 

თსუ პროფესორი სიმონ გელაშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრას. მას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 5 მონოგრაფია, 17 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.

 

თსუ პროფესორი ნუგზარ თოდუა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ხელმძღვანელობს მარკეტინგის კათედრას. მას გამოქვეყნებული აქვს 171 სამეცნიერო ნაშრომი, 4 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო.

 

საიუბილეო საღამო დასრულდა საზეიმო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალურმა, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, სტუდენტურმა კაპელამ და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მომღერლებმა მიიღეს.

 

ღონისძიებას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

თარიღი: 09/02/2023